გიორგი ქობულია ბულგარეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

4-5 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთს ეწვევა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულია ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მუშაობაში.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ქობულიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრთან ემილ კარანიკოლოვთან, აგრეთვე ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების მინიტრთან როსენ ჟელიაზკოვთან.

მათივე ცნობით, 5 აპრილს გაიმართება საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეულ მიმართულებებს და სამომავლო პრიორიტეტებზე შეთანხმდებიან. ასევე დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწ უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან აქვს დიდი ინტერესი, მოახდინონ კაპიტალის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა