იაპონიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები - ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე

ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე, - ამის შესახებ ტოკიოში, იაპონიის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის“ სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიება გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში გაიმართა და მას „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის“ პარტნიორი კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონიმიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები „ტოკიო მარინის ჰოლდინგსის“ თავმჯდომარემ და კომპანია „სონის“ დირექტორმა შუძო სუმიმ და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა, ჰიტოში ქუსანომ გაუზიარეს.

უწყების ცნობით, ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე ცნობილმა სომელიემ აძუსა სეგავამ ისაუბრა, ხოლო იაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, საინვესტიციო კლიმატისა და ქართულ-იაპონური ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა.

სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე. ასევე ხაზი გაესვა, რომ ღვინის გარდა საქართველო ასევე საინტერესოა ტურიზმის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის კუთხით.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა