საგამოძიებო სამსახურისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის წარმომადგენელს თეინ ლარსონს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს მოადგილეს სამართლის დარგში მეთიუ ბოიდენს და აშშ-ის საელჩოს სამართლის დარგში ატაშეს ოფისის წარმომადგენელს გიორგი ბერიშვილს შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ამერიკელ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის უფლებამოსილებისა და უწყების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

ამასთან, მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების თანამედროვე მეთოდებზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებისა და პროფესიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფულის გათეთრების, ანტიკორუფციული და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივ ასპექტებზე. ყურადღება გამახვილდა ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საკითხებზე.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები პროფესიული თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო