თეოდორ მელესკანუ - საქართველო ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან ძალიან ახლოსაა

საქართველოს ხელისუფლებამ ძირეული რეფორმები განახორციელა, რითაც საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელესკანუმ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ის უაღრესად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას დაწყებული რეფორმების კურსის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ეს ძალიან კარგი მიმართულებაა და თქვენ უნდა განაგრძოთ სვლა ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, საქართველო ნატოს წევრი გახდება“, - განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ პოზიციას ბევრი მისი ნატოელი კოლეგა იზიარებს.

„ჩვენ არ გვავიწყდება, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანების მთავარ კანდიდატებად აღიარეს. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება“, - აღნიშნა მელესკანუმ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თეოდორ მელესკანუმ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „თავისი ჩართულობითა და მხარდაჭერით, საქართველო პრაქტიკულად უკვე იქცევა როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი“. თავის კომენტარში მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნატო-ს დასკვნით დოკუმენტში - დეკლარაციაში, რომლის მიღებაც ხვალ იგეგმება, განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებს დაეთმობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს 2019 წლის 2-5 აპრილს სტუმრობს. ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, დავით ზალკალიანი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს