ლევან იზორია - თავდაცვის სამინისტროში კორუფციის არსებობა კატეგორიულად გამორიცხეთ

თავდაცვის სამინისტროში კორუფციის არსებობა კატეგორიულად გამორიცხეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში განუცხადა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბრალდებები, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკოსთა ნაწილისგან ჟღერდება, აბსურდულია და არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. მინისტრი დაინტერესებულ მხარეებს ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას სთავაზობს, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და რომელიც მისი თქმით, გააბათილებს კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა ეჭვსა და ბრალდებას.

„ორ წელიწად ნახევარზე მეტია ჩვენ თავდაცვის უწყებაში ვართ და არ მინახავს არც ერთი დეპუტატი უწყებაში. თუ მათ აღელვებთ არსებული სიტუაცია, მოვიდნენ, ჯარი ყველასთვის ღიაა. გამოდის და ვიღაც ამბობს, ხორცი არაა ჯარში, შიმშილის პირასაა ჯარი, კორუფციული ინტერესების გამო ტენდერი ჩავარდა, როდესაც არ ჩაგვიტარებია აღნიშნული ტენდერი. კატეგორიულად გამორიცხეთ კორუფციის არსებობა თავდაცვის სამინისტროში. მითხარით კონკრეტული ფაქტი, რომელიც ამას ადასტურებს და მე კარს ვაღებ მედიისთვის, სადაც ყველანაირ დოკუმენტაციას წარმოვადგენ, გარდა საიდუმლო ინფორმაციისა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

იხილეთ ვიდეო: კატეგირიულად გამორიცხეთ კორუფციის არსებობა თავდაცვის სამინისტროში

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს