ემზარ კვიციანი დეპუტატებს ფულის შეგროვებისა და პარლამენტის სხდომათა დარბაზისთვის „დინამიკების“ ყიდვისკენ მოუწოდებს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი დეპუტატებს ფულის შეგროვებისა და პარლამენტის სხდომათა დარბაზისთვის ხმის გამაძლიერებლის ყიდვისკენ მოუწოდებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ დარბაზში ხმა ცუდად ისმის.

„ბატონო თავმჯდომარევ, არაფერი არ ისმის დარბაზში, ვინ რას ლაპარაკობს. 150 კაცი ვსხედვართ აქ და იქნებ ხელფასებზე ყველამ 100-100 ლარი შევაგროვოთ, ვიყიდოთ ეს დინამიკები და ერთმანეთის ლაპარაკს ნორმალურად გავიგებთ,“- მიმართა კვიციანმა დეპუტატებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა