ადვოკატი - იაგო ნებიერიძემ დაზარალებულს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის

იაგო ნებიერიძის ინტერესებს ვიცავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინდა დამნაშავე გამართლდეს. მინდა, გამოძიება და სასამართლო ობიექტური იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკველელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, იაგო ნებიერიძე სასამართლოში ჩვენების მიცემას და ყველაფრის მოყოლას გეგმავს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა მტკიცებულებები არ აქვს.

„პირდაპირი მტკიცებულებები არ არის, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე ამყარებენ ბრალს. გასულ სხდომაზე დაკითხულ იაგო ნებიერიძის თანამშრომლებს ისეთი ჩვენება არ მიუციათ, რაც მას აღნიშნულ ბრალდებაში დაადანაშაულებდა. ვწუხვარ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვუთანაგრძნობ ოჯახსა და მთელ საქართველოს, მაგრამ ბრალდების მხარეს ჯერ ისეთი პირდაპირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც აღნიშნულ ბრალდებაში ნებიერიძეს დაადანაშაულებდა. ის დუმილის უფლებას იყენებს, მან დაზარალებულსაც მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის, დაველოდოთ", - აცხადებს პაპოშვილი.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სასამართლოში ჩვენებას 5 მოწმე მისცემს, მათ შორის არის ორი გამომძიებელი და მოკლული გოგონას ოჯახის მეზობლები.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი - იაგო ნებიერიძემ დაზარალებულს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სასამართლოში ყველაფერს იტყვის

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს