მიხეილ ხიდურელი - კიდევ ერთხელ დეტალურ კომუნიკაციას მოვახდენთ და თუ ბატონ რომან კაკულიას აქვს რეკომენდაციები, გავითვალისწინებთ

თუ რამე კითხვებია დარჩენილი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ სქემა ახალია, აუცილებლად მოვახდენთ კიდევ ერთხელ დეტალურ კომუნიკაციას და გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსს" დეპუტატ რომან კაკულიას კრიტიკის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმთან დაკავშირებით ბევრი კონსულტაცია იყო, როგორც მთავრობის შიგნით, ასევე დონორებთან და ამასთან, ხიდურელი მზადაა, რომ როგორც რომან კაკულიასთან, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან განიხილოს ეს მექანიზმი და გაითვალისწინოს შენიშვნები.

„ჩვენთვის ყველა ბიზნესი პრიორიტეტულია. მე არ ვიცი მიზეზი, თუ რატომ გააკეთა ასეთი შეფასება რომან კაკულიამ. ამ საკითხზე არაერთხელ გვქონია კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი კონკრეტული სეგმენტის ბიზნესზეა მორგებული, რომელსაც უზრუნველყოფა უჭირს, ასევე სააგენტოს აქვს საგრანტო პროგრამა, რომელიც იმ მიკრომეწარმეებს ეხმარება, ვინც ვერ ჩაერთვება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში. გვაქვს სუბსიდირების პროგრამა მათთვის, ვისაც პროცენტის გადახდა უჭირს. შესაბამისად, სააგენტო ბევრ მექანიზმს იყენებს, რომ პრაქტიკულად ყველა ტიპის მეწარმეს მოემსახუროს. 30 000 ლარამდე ვწევთ საგრანტო კომპონენტს, სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში სესხები 50 000 ლარიდან იწყება. აქედან გამომდინარე არ ვთვლი, რომ რომელიმე სეგმენტს არ ვეხმარებით“, - განმარტა ხიდურელმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კომიტეტის მხარდაჭერა საბოლოდ სრულად არ აისახა პროგრამაში და მეტი კონსულტაცია იყო საჭირო მის ამოქმედებამდე. ასევე კაკულიას თქმით, პროგრამა არ ითვალისწინებს იმ კატეგორიის ბიზნესის ხელშეწყობას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს