„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში პირველი დეველოპერული პროექტი გაიხსნა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში პირველი ორ-დონიანი მექანიზებული პარკინგი ქალაქში ავტოპარკინგის პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„საქართველოს ბანკი“ მოხარულია, რომ არის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე და ფინანსური პარტნიორი, როგორიც King David-ია. „საქართველოს ბანკი“ მხარს უჭერს ეკონომიკურად გამართული პროექტების განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. King David-ის ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქში არსებულ პარკინგის პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს, რაც ქალაქს მოძრაობის განტვირთვაში დაეხმარება. რაც შეეხება მთლიან პროექტში "საქართველოს ბანკის" ფინანსურ მონაწილეობას, კომპლექსის მშენებლობაში "საქართველოს ბანკის" მიერ გაცემული დაფინანსების მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

King David -ის მრავალფუნქციური კომპლექსი აღჭურვილია 296 საპარკინგე ადგილით. მექანიზებული პარკინგის დამატების შემდეგ კი ავტოპარკინგის საერთო რაოდენობა 605-ს მიაღწევს.

„King David 70 მლნ დოლარის ინვესტიციაა, რომელმაც თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პრეცედენტი შექმნა და 5 ვარსკვლავიან ცხოვრების სტილს ჩაუყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი King David აერთიანებს A კლასის ბიზნეს ცენტრს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, გამაჯანსაღებელ-რეკრეაციულ ზონას და კვების ობიექტებს. ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი - KDR დასრულებულია, King David ბიზნეს ცენტრის 87% დატვირთულია, ფუნქციონირებს 300 სტუმარზე გათვლილი KD Café, Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზი, მუშაობს იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen და 120 ადამიანზე გათვლილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US,“ - ნათქვამია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს