FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი მარტში სტაბილურობით გამოირჩეოდა

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, მარტში სტაბილურობის ტენდენციით გამოირჩეოდა და 167 ერთეული შეადგინა. თებერვლის თვესთან შედარებით, მარტში, ინდექსი 2 პუნქტითაა შემცირებული, ხოლო, 2018 წლის მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ FAO-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, FAO-ს ფასების ინდექსის ბალანსი ძირითადად, რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით და მარცვლეული კულტურების, მცენარეული ზეთებისა და შაქრის ფასების კლებით შენარჩუნდა.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში, თებერვლის ჩათვლით, მზარდი იყო რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. თებერვალში აღნიშნულმა ზრდამ 6.2% შეადგინა, რის მთავარ მიზეზსაც კარაქზე, ყველზე და რძის ფხვნილზე გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა. აღნიშნულს თან დაერთო ოკეანიის ქვეყნებიდან რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტის გამკაცრება.

მცირედით, 0.4%-ითაა გაზრდილი FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რაც მეტწილად განპირობებული იყო ჩინეთში მზარდი მოთხოვნით, ღორის, საქონლისა და ფრთოსანი ფრინველის ხორცზე. ხორცისგან განსხვავებით, დაიკლო მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 4.4%-ით შემცირდა, რამაც ასევე შეამცირა მოთხოვნა პალმის ზეთზე. ამავდროულად კანადაში სოიოს დიდი მარაგების ხარჯზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოიოს ზეთის წარმოება გაზარდა.

თებერვლის თვეში 2.2%-ით შემცირდა FAO-ს მარცვლეული კულტურების ფასების ინდექსი, რის უმთავრეს მიზეზს, მწარმოებელ ქვეყნებში, ხორბლისა და სიმინდის ფქვილის დიდი მარაგები წარმოადგენდა. აღნიშნულმა ხორბლისა და სიმინდის ფქვილის ფასების შემცირება გამოიწვია.

2.1%-ითაა შემცირებული FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, რაც მწარმოებელ ქვეყნებში, წინასწარი გათვლებით დაანგარიშებულზე უხვმა მოსავალმა განაპირობა. მსოფლიო ბაზარზე წლიდან-წლამდე იზრდება ინდოეთის, როგორც შაქრის მწარმოებლის წილი. აღნიშნული მაჩვენებლის 2018 წლის იანვრიდან 2019 იანვრამდე 8.0%-ითაა ზრდა დაგეგმილი, რითაც 2019-ში ინდოეთი, ჩაანაცვლებს ბრაზილიას, როგორც შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანას“, - აღნიშნულია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს