სერგო რატიანი - სამარცხვინო ფაქტი და მარქსიზმ-ლენინიზმია, რომ “დედაენის“ ერთადერთი რედაქცია სახელმწიფო კომისიამ უნდა მოამზადოს

“ევროპულმა საქართველომ“ “დედანის“ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კენჭისყრის გადადება და საკითხზე კონსულტაციების გაგრძელება მოითხოვა. “ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს საკუთარი ალტერანტიული საკანონმდებლო ვარიანტიც შესთავაზა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელმაც “დედანის“ ერთადერთი რედაქცია უნდა გააკეთოს, რაც არის სამარცხვინო ფაქტი და “მარქსიზმ-ლენინიზმი“.

კენჭისყრის გადადების წინადადებას პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ზაზა გაბუნიამ მხარი არ დაუჭირა. როგორც გაბუნიამ სესიაზე განაცხადა, საკითხის განხილვა და კონსულტაციები 6-თვეა მიდის, ხოლო “ევროპული საქართველო“ ცდილობს, ხელი შეუშალოს, რომ “დედაენა“ სკოლებში შევიდეს.

საბოლოოდ “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს კენჭი მაინც ეყარა. პარლამენტმა ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის პროექტი დღეს მეორე მოსმენით მიიღო, “ევროპულმა საქართველოს“ ალტერნატიული ვარიანტი კი ჩააგდო.

კანონპროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა