„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი" ფოთის საზღვაო ნავსადგურთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და კოლეჯებთან მემორანდუმს გააფორმებს

5 აპრილს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო" გააფორმებს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, საზოგადოებრივ კოლეჯებთან: „სპექტრი“, „ფაზისი“, „თეთნულდი“, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან.

„ათასწლეულების გამოწვევის ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივა.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ამ პროცესში აღსანიშნავია კერძო სექტორის როლი. ქალების ჩართვა სამუშაო პროცესში დაეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში. მეორე მხრივ, სამუშაო ძალის დივერსიფიკაცია, კადრების მრავალფეროვნება, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა ქმნის ინკლუზიურ სამუშაო გარემოს. სამუშაო პროცესი უმჯობესდება, როდესაც მასში ჩნდება სამუშაოს შესრულების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები და ახლებური მიდგომები. ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა სტერეოტიპებისგან თავისუფალი, თანაბარუფლებიანი სამუშაო გარემოს დამკვიდრება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით დაიწყება თანამშრომლობა კერძო ბიზნეს კომპანიასა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის, რომლებმაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ფინანსური დახმარებით შექმნეს ახალი სასწავლო პროგრამები, და რომელთა კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში შემდეგ პროფესიებზე: ნავსადგურის ამწის ოპერატორი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, შრომის უსაფრთხოება, შედუღება, ელექტროინჟინერია, მექანიკური ინჟინერია.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებს ერთობლივად განახორციელონ ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროექტი, რომელიც თავის მხრივ დაეხმარება ქალებს დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომლებიც ქალებში ნაკლებად პოპულარულია და მიიღონ დასაქმების შესაძლებლობები, განავითარონ პროფესიული უნარები უსაფრთხო სამუშაო გარემოში, ხელი შეუწყონ შრომის ბაზარზე არსებული სტერეოტიპების მსხვრევას და ამით შეცვალონ ნავსადგურის საორგანიზაციო კულტურა და გარემო.

ურთიერთთანამშრომლობის ეს პროექტი სთავაზობს დაინტერესებულ გოგოებსა და ქალებს სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას, კვებას ნავსადგურის სასადილოში და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების დაზღვევას.

ღონისძიება ორგანიზებულია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ, რომელიც ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს საქართველოში, ახდენს 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში და მიზნად ისახავს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.

გენდერული უთანასწორობა ხშირად ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია; შესაბამისად, ფონდის მიზანია, თანაბარი წვდომისა და სარგებლის, სოციალური ჩართულობისა და გენდერული ინტეგრაციის უზრუნველყოფა კომპაქტის ყველა პროგრამაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.mcageorgia.ge“, - აღნიშნულია „ათასწლეულების გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს