სოფო კილაძემ ახალგაზრდული კონფერენცია - „მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება“ გახსნა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ახალგაზრდულ კონფერენციის „მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება“ მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციას, რომელიც პარლამენტში ა(ა)იპ „მდგრადი განვითარების ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უმასპინძლა.

მისივე ცნობით, სოფო კილაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ეთნიკური ნიშნით დევნაზე, რასაც ქართველები განიცდიან ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და საოკუპაციო რეჟიმის პრორუსულ პოლიტიკაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რასაც სახელმწიფო დგამს კონფლიქტის მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებში მთავარი აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო ინტეგრაციასა და სახალხო დიპლომატიაზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. მონაწილეებმა, ასევე ისაუბრეს სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს