მფრინავ ეკატერინე ქვლივიძის მსგავსად, სხდომათა დარბაზში სტუდენტებიც არ შეუშვეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო, რაც დეპუტატის შეფასებით, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპს არღვევს.
ანალოგიურ საკითხზე, პრეტენზია გამოთქვა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ემზარ კვიციანმა, რომლის განცხადებით გუშინ, სხდომათა დარბაზში არ დაუშვეს საპატრიარქოს წარმომადგენლები და კონკრეტული კანონპროექტის ავტორი, რომელიც დეპუტატმა კანონმდებლებს წარუდგინა.
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსი გადაწყვეტილებების შესწავლას შესაბამის კომიტეტს სთხოვენ.