ლევან იზორიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, 850 ათასი ლარი დაზოგა

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „მინისტრის საათის“ ფარგლებში უწყების წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. იზორიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 850 ათასი ლარი დაზოგა.

„2018 წელს 850 ათასი ლარით მეტი დაიზოგა 2017 წელთან შედარებით. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2011 წელს წარმომადგენლობითი ხარჯი იყო 3 მილიონ 132 ათასი, ხოლო 2012 წელს 3 მილიონ 202 ათასი. გაჟღერებული კრიტიკა თითქოსდა წარმომადგენლობითი ხარჯი იყო გაბერილი 2017 წელს, განპირობებული იყო იმ უპრეცედენტო დინამიკით, რომელიც გვქონდა 2017 წელს. კერძოდ, მხოლოდ ერთი ღონისძიებისთვის, ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი დეგელაციის ვიზიტისთვის 350 ათასი ლარის მობილიზება მოხდა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მისი ინტერესებისთვის და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა ღირსეულად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყანა. 2017 წელს ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი კონფერენცია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალი, რაც ასევე ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ 2018 წელს დავზოგეთ 850 ათასი ლარი. ლოგიკა ცხადყოფს, რამდენად ვუფრთხილდებით წარმომადგენლობით ხარჯებს“, - განაცხადა იზორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო