მამუკა ბახტაძე - ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების დაცვის და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩეხეთის ეს გადაწყვეტილება, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ევროკავშირის ზონაში ჩეხეთი მეთორმეტე ქვეყანაა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და მე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს. ჩეხეთის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც აღიარებულია ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მიერ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა