მამუკა მდინარაძე ლევან იზორიას თავდაცვის სისტემის იმიჯზე ზრუნვის გაძლიერებას ურჩევს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ქართული ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

მისივე აზრით, ძალიან ხშირად ადგილი აქვს იმის მცდელობას, რომ პოლიტიკურ პროცესებში სამხედრო ძალები ჩართონ.

„ეს არის კამპანიური ხასიათის მოქმედებები, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს. გარდა ამისა, არის კამპანია, რომ თითქოს ხორცი არა აქვთ ჯარისკაცებს და მერე აღმოჩნდება, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რაზეც შემდეგ აღარავინ რეაგირებს და ბოდიშზე საუბარი ზედმეტია. შეიძლება იდეალურთან მიახლოებული არ ვიყოთ, მაგრამ საქმე კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯზე ზრუნვა - პირდაპირ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით რაღაც გვაკლია. ამ მნიშვნელოვან კომპონენტზე განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო. ამ მიმართულებით მუშაობაა გასაძლიერებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო