პრემიერი ევროპარლამენტარების წერილზე - გავეცანი წერილს - საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ბევრი მეგობარი და მათი რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპარლამენტარების მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი წერილის შინაარს გაეცნო და ევროპარლამენტარების რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერი ამბობს, რომ ხარვეზები, რომელიც დაფიქსირდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მისთვისაც ცნობილია.

„ბუნებრივია, გავეცანი მე ამ წერილს მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ბევრი მეგობარი და ბუნებრივია, მათი რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული წერილი ეყრდნობოდა ეუთო-ს დასკვნებს. ყველამ კარგად ვიცით ეუთო-ს დასკვნა და მასში აღწერილი გარემო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. მათ შორის აღნიშნულია ერთმნიშვნელოვნად, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და სტაბილურ გარემოში და ის ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა ქართველი ხალხის არჩევანს. ამასთან ერთად, ბუნებრივია, იყო ხარვეზები და ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები. ჩვენი საპარლამენტო გუნდი მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზები, რომელიც იყო და ამას ვიზიარებ და მას მე არჩევნების პროცესშიც ვამბობდი, ეს არის პოლარიზებული გარემო, რომელიც ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენი მთავრობა ყოველთვის არის, იყო და იქნება დიალოგისთვის მზად, მაგრამ როცა ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს და დღესაც ხედავას საიდან მოდის ეს ინიციატივები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და იქვე მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, თავი შეიკავონ იმ განცხადებებისაგან, რომელმაც შესაძლოა, საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზება გამოიწვიოს.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი ევროპარლამენტარების წერილზე - გავეცანი წერილს - საქართველოს ევროპარლამენტში ჰყავს ბევრი მეგობარი და მათი რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს