მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, სადაც გაწერილია კონკრეტული ვადები, როდის გადავა საქართველო პროპორციული არჩევნების სისტემაზე

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც რეალურად, ეს იდეა მიიყვანა კონკრეტულ შედეგებამდე, რომ საქართველო აუცილებლად გადავა პროპორციული არჩევნების სისტემაზე,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ამას პასუხი გაეცა და თუ სწორად მახსოვს ეს იყო 2016 წელი, როდესაც ეს ინიციატივა იდგა. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც რეალურად, ეს იდეა მიიყვანა კონკრეტულ შედეგებამდე, რომ საქართველო აუცილებლად გადავა პროპორციული არჩევნების სისტემაზე. 2016 წელს ეს საკითხი იდგა და სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა მას მხარი არ დაუჭირეს. ჩემთვის დღემდე გაურკვეველია თუ რა იყო მათი მოტივაცია, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, სადაც გაწერილია კონკრეტული ვადები როდის გადავა საქართველო პროპორციული არჩევნების სისტემაზე“,- განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო