მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ არჩილ ხაბაძის შესახებ ფარულ ჩანაწერზე - არ ვიცი ამ ჩანაწერის შესახებ, აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის აუცილებლად დაინტერესდება იმ ჩანაწერით, რომელშიც სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ფიგურირებს.

„მე, ნამდვილად არ ვიცი ამ ჩანაწერის შესახებ. აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს,“ - აღნიშნა ბახტაძემ.

გავრცელებულ ჩანაწერში არჩილ ხაბაძე სავარაუდოდ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედ დეპუტატებს აჭარაში გარკვეული ბიზნეს ინტერესები ჰქონდათ, რაც მან არ დააკმაყოფილა. ხაბაძის თქმით, სწორედ ამას შეეწირა მისი თანამდებობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს