პრემიერის ინფორმაციით, 2019-2022 წლებში, ქვეყნის მასშტაბით 217 პუნქტის გაზიფიცირება იგეგმება

საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, წელს 217 პუნქტის გაზიფიცირება იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამის შემდეგ საქართველო მოსახლეობის გაზიფიცირების კუთხით, რეგიონში ლიდერ პოზიციებზეა.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ რეგიონულ განვითარებაზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ისეთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ყველა მოქალაქეზე აისახება. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყოველი მომდევნო დღე იყოს უკეთესი. 2019-2022 წლებში, საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 217 პუნქტში მოხდება ბუნებრივი გაზით მომარაგება, რის შედეგადაც საქართველოს მასშტაბით მილიონ 200 ათასზე მეტ აბონენტს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტების 85% იქნება გაზიფიცირებული. დაგეგმილი სამუშაოების ჯამური ინვესტიცია შეადგენს 210 მილიონ ლარს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს