ზაზა გაბუნია - მადლობა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმის და „დედაენის“ მხარდაჭერისთვის

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, „დედაენის“ საკითხზე მომზადებული კანონპროექტის თანაავტორი ზაზა გაბუნია „დედაენის“ კანონპროექტის მეორე მოსმენის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

ზაზა გაბუნია სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ხელს უშლიან, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ მეორე მოსმენით „დედაენის“ საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის მიიღო გადაწყვეტილება.

„მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არსებობენ „დედაენის“ მოწინააღმდეგეები და მოძულეები და ეს ხალხი საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ დღეს უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ გადაწყვეტილება „დედაენის“ საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ „დედაენა“ სკოლებში შევიდეს და დამკვიდრდეს.

კანონმდებელმა ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

პროცესში ჩაერთვება ყველა ის სუბიექტი, ვისაც აქვს ამ საკითხში კომპეტენცია და გამოცდილება, პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რათა შედეგად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მონაწილეობით ნამუშევარი პროდუქტის სახით დაიდოს ნამდვილი, იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“, რასაც ელის საზოგადოება და რაც არის დიდი და მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე. სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში და პარლამენტში არიან ადამიანები რომლებიც ამ დიდ საქმეს ხელს უშლიან.

მეორეს მხრივ, მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმის და „დედაენის“ მხარდაჭერისთვის.“- აღნიშნულია ზაზა გაბუნიას განცხადებაში.

ზაზა გაბუნიას განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა