გარემოს ეროვნულ სააგენტოს თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.

„სააგენტოს სპეციალისტები მოსწავლეებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. ბავშვებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს