გიორგი კანდელაკი ლევან იზორიას - როგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღეთ?

როგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღეთ?, - აღნიშნული კითხვით თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მიმართა.

“დიდი ხნის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრო, თქვენი მინისტრობის დროს კონტრაქტებს დებდა რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ადამიანთან - ბატონ დევრიშაძესთან და მისგან სხვადასხვა საქონელს ყიდულობდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთში გაცვალა ანუ რუსეთმა ის თავისთან წაიყვანა და აღიარა, რომ ის ნამდვილად ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. აიღეთ თუ არა ამ ამბავზე პასუხისმგებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელთა ფული თავდაცვის სამინისტროდან ამ ადამიანის ჯიბეში მიდიოდა. ასევე საუბარია ჯარში ფულის გამოძალვის შემთხვევებზე, ნეპოტიზმის შემთხვევებზე, “დედოვშინის“ შემთხვევებზე, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებს სცემენ. გახსოვთ, როცა წვრთნების დროს მყვინთავები დაიღუპნენ - ჩვენ გამოძიების შედეგები არ ვიცით. იყო კონკრეტული შემთხვევები, როცა თავდაცვის სამინისტროში ფაქტობრივად, გაფორმებული ადამიანები ხელფასს ტყუილად იღებდნენ“, - მიმართა გიორგი კანდელაკმა ლევან იზორიას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა