9-10 აპრილს მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს

9-10 აპრილს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძედღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და ევროპის საბჭოს როლზე ისაუბრა.

„9-10 აპრილს დაგეგმილია ვიზიტი ევროპის საბჭოში. ვიზიტის ფარგლებში მე სიტყვით მივმართავ ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეას, ამასთან ერთად გაიმართება ორმხრივი შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ წელს ევროსაბჭო აღნიშნავს დაარსების 70 წელს, ხოლო საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. ამ ორგანიზაციამ მართლაც ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრები გვექნება მომავალ კვირას და ბუნებრივია, ვისაუბრებთ ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც გვაქვს საქართველოში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა