იაგო ნებიერიძის საქმეზე დღეს იმ სახლის მესაკუთრეები დაიკითხნენ, სადაც მკვლელობა მოხდა

იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ის ორი მოწმე დაიკითხა, რომლებიც იმ სახლის მესაკუთრეები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის ბრალდების სისხლის სამართლის პროკურორმა ზურაბ წერეთელმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, დღეს დაკითხული ხუთივე მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათი ჩვენებებით იაგო ნებიერიძის ამ საქმესთან შემხებლობა დგინდება.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა 5 მოწმე, მათ შორის ორი გამომძიებელი, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. მათ სასამართლოს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე დაიკითხა ორი მოწმე, რომლებიც იმ სახლის მესაკუთრეები არიან, სადაც ეს ფაქტი მოხდა და რომლის ჩადენაშიც ბრალი იაგო ნებიერიძეს ედება. მათ დაადასტურეს, რომ მათთან ნებიერიძე ნამდვილად მუშაობდა. აღნიშნული სახლი მშენებარე იყო და იქ არავინ ცხოვრობდა, მეპატრონეები იქ არ იმყოფებოდნენ. დაიკითხა ასევე მეზობლად მცხოვრები ქალი, რომელმაც მისთვის ცნობილი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. მათი ჩვენებებით იაგო ნებიერიძის ამ საქმესთან შემხებლობა დგინდება. კონკრეტული დეტალების პასუხის გაცემისგან, თავს შევიკავებ", - აცხადებს წერეთელი.

ნებიერიძის ადვოკატი მარიამ პაპოშვილი კი, ბრალდების მხარეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და საზოგადოებაზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს.

„მოწმეებმა ისაუბრეს, თუ როგორ მოხდა იმ ტერიტორიის დათვალიერება, სადაც ეს ინციდენტი, უბედურება მოხდა. ბრალდების მხარე ზემოქმედებს საზოგადოებაზე, ისინი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. თუ უკვე ბრალი დამტკიცებული აქვთ, შეწყვიტონ მაშინ პროცესი, ასე არ შეიძლება! ჯერ კიდევ ბევრი მტკიცებულება აქვთ გამოსაკვლევი, აქამდე გამოკვლეულით, ჯერ ვერ დაამტკიცებენ ნებიერიძის ბრალეულობას", - აცხადებს პაპოშვილი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 11 აპრილს, 12.00 საათზე დაინიშნა.

იხილეთ ვიდეო: გორში 4 წლის გოგოს მკვლელობის საქმე - სასამართლო პროცესზე მოწმის სახით, იმ სახლის მესაკუთრეები დაიკითხნენ, სადაც მკვლელობა მოხდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს