კახა კალაძე - მეტროს ვაგონები მძიმე მდგომარეობაშია

მეტროს ვაგონები მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ „300 არაგველში“ შექმნილ შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მერია ახალი ვაგონების დამატებას აპირებს.

"ვაგონები დაძველებულია. შემთხვევითი არ არის ის, რომ დაწყებული გვაქვს რეაბილიტაცია. გასულ წელს ძველები ახალი ვაგონებით ჩანაცვლდა. წელსაც, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი. ვაპირებთ ახალი ვაგონების შემოყვანას, რეაბილიტაციას. ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ და მთლიანად განახლდება ვენტილაციის სისტემა. ასევე იქნება ახალი ელექტროგაყვანილობა. დაახლოებით, 70 მლნ დაიხარჯება 2018-2019 წლებში ამ მიმართულებით.

პიკის საათებში გვაქვს პრობლემა. დაახლოებით, 3 -3,5 წუთი უწევთ მგზავრებს ლოდინი, რაც ცუდია. ამოცანა ისაა, რომ ამ ახალი შემადგენლობების დამატებით პიკის საათებში 2,5 წუთი იყოს მოცდის დრო, როგორც ყველა განვითარებულ ევროპულ ქალაქშია," - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს