ლევან დავითაშვილი - პრინციპულად მიუღებელია, როდესაც ხდება საზოგადოების აზრის ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომ ბრაკონიერები არიან დასაცავი

პრინციპულად მიუღებელია, როდესაც ხდება საზოგადოების აზრის ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომ ბრაკონიერები არიან დასაცავი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მდინარე ალაზანზე 22 მარტს მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელსა და ბრაკონიერებს შორის მომხდარ ფაქტზე, დამნაშავის დადგენა გამოძიების საგანია.

„პრინციპულად მიუღებელია, როდესაც ხდება საზოგადოების აზრის ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომ ბრაკონიერები არიან დასაცავი და ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა, ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, მისი ხელყოფა შეიძლება. ეს ადამიანი დაჭრილია საკმაოდ მძიმედ და მას ჯერ კიდევ აქვს ჭრილობები, მისი ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ რთულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს, რომელიც ინციდენტისას დაჭრეს, უფლებამოსილება არ შეუჩერდა.

„ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია. ერთია, რას იტყვის ადვოკატი და მეორე, რას იტყვის გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე მე ვერ მოგახსენებთ - ვინ ისროლა პირველმა, ვინ მეორე, ვინ მართალია და ვინ არა. ეს ყველაფერი გამოძიების საგანია“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე დაკავებულების ადვოკატის ინფორმაციით, საქმეზე მტკიცებულებები პოლიციის მიერაა გაყალბებული და თავად გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა გაუხსნა ცეცხლი მოქალაქეებს, რომლებიც მდინარე ალაზანზე თევზაობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა