ვლადიმერ კონსტანტინიდი - ნატო შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია

რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო რეგიონში წარმოადგენს დესტაბილიზაციის წინაპირობას, რაც ბუნებრივია, ასე არ არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოში ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა, კავკასიაში მას დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რუსეთის ასეთი დამოკიდებულება სიახლეს არ წარმოადგენს.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ისმის ეს გზავნილები, ხშირად, სამწუხაროდ, არა გაფრთხილების, არამედ მუქარის შემცველი გზავნილები. რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო რეგიონში წარმოადგენს დესტაბილიზაციის წინაპირობას, რაც ბუნებრივია, ასე არ არის. პირიქით, ნატო არის სწორედ ამ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, რომ თავისი დესტრუქციული ქმედებები დააბრალოს ნატო-ს ასეთ უპრეცედენტო აქტივობას",- განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება შეუქცევადი პროცესია, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

„ნატოში გაწევრიანება არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საერთო გადაწყვეტილება. ის ეფუძნება ქართველი ხალხის ღიად დაფიქსირებულ ნებას. ეს არის შეუქცევადი პროცესი და უბრალოდ დროის ამბავია. შესაბამისად, საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება. გარდა ამისა, ალიანსის მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა და ეს გაჟღერდა ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომ არც ერთ მესამე სახელმწიფოს არ აქვს უფლება, უკარნახოს სუვერენულ სახელმწიფოს თავის მიერ მიერ არჩეული კურსი", - აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაზრდა, კავკასიაში მას დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა