ლევან იზორია - როდესაც ვამბობ, რომ ჩვენი რეფორმები ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ვგულისხმობ

როდესაც ვამბობ, რომ ყველა ჩვენი რეფორმა არის ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან თანხვედრაში, რა თქმა უნდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ვგულისხმობ - ყველაფერი, რაც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის კეთდება, პირველ რიგში, ამ საფრთხეების შეკავებასა და თავდაცვას გულისხმობს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა.

“მთელი ჩვენი კონცეფცია, ჩვენი თავდაცვის ძალების მიდგომები მიმართულია იმისკენ, რომ თანხვედრაში იყოს ნატო-ს სტრატეგიებთან. ნატო-ს მთავარი პოლიტიკა არის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა და ნატო ამ პოლიტიკის ფარგლებში სხვა არაფერზეა მიმართული თუ არა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა