217 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაზე 209 მილიონი ლარი დაიხარჯება

გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში 217 დასახლებულ პუნქტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესრულების შემდეგ, საქართველო 85%-ით იქნება გაზიფიცირებული. პროექტზე ჯამში, 209 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„დღეს საქართველოს მთავრობამ სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს. ამ გეგმის თანახმად, დაახლოებით 217 დასახლებულ პუნქტში საკმაოდ მასშტაბური გაზიფიცირება მოხდება. ამ სამი წლის შემდეგ, საქართველო მთლიანობაში 85%-ით იქნება გაზიფიცირებული, რაც მოწინავე ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სამი წლის განმავლობაში 209 მილიონი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 60-მდე მილიონი ლარი უკვე წელს დაიხარჯება. გაზიფიცირების გეგმა მოიცავს, მათ შორის, ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი გაყვანილი, მაგალითად, მაღალმთიანი აჭარის ზოგიერთი სოფელი. განსაკუთრებით მასშტაბურად შეეხება ეს გეგმა მაღალმთიან გურიას, ჩხოროწყუს, წალენჯიხას.

რაც შეეხება იმ სოფლებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდა სამწლიან გეგმაში, იქ ჩვენ ვამზადებთ ალტერნატიულ გეგმას. იქ, სადაც არ შეგვიძლია გაზის მილით შესვლა, შეთავაზებული იქნება გათბობის ალტერნატიული საშუალებები, ან მოწინავე ტექნოლოგიების მიხედვით მოხდება ამ სოფლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო