ივანე მაჭავარიანი -ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან სათავო ოფისებს, პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან სათავო ოფისებს, გათავისუფლდებიან პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი უკვე პარლამენტშია შესული. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს კვირებში აღნიშნული პროექტი პარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს.

„ტრანსნაციონალური კომპანიების პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. მგონია, რომ ეს პროექტი პარლამენტის მხარდაჭერას უახლოეს კვირებში მიიღებს. თუ მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანია გადაწყვეტს საქართველოში თავისი სათავო ოფისის გადმოტანას, მაშინ ის თავისუფლდება პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან. მხოლოდ 5% იქნება მოგების გადასახადი, კიდევ ექნებათ სხვა ტიპის შეღავათები. მაგალითად, თუ დაასაქმებს ადგილობრივებს, მთლიანი სახელფასო ხარჯი შეუძლია გამოიყენოს, როგორც საგადასახადო კრედიტი,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა