ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - წინაპირობას ვერ ვხედავთ, რომ საქართველოში პური გაძვირდეს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ქვეყანაში პურის ფასის მატების წინაპირობას ვერ ხედავს. როგორც თურნავამ აღნიშნა, რაიმე პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო მზადაა, პურპროდუქტების მწარმოებლებთან კონსულტაციისთვის.

„ჩვენ ვერ ვხედავთ წინაპირობას იმისთვის, რომ პური გაძვირდეს საქართველოში. უფრო მეტი - ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სენსიტიური ჯგუფი, რომელიც პირველ რიგში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. თუკი რამე პრობლემა დაიბადა, მზად ვართ მათთან კონსულტაციისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით კონურენტულ ელექტროენერგიის ბაზარს, კონკურენტულ გაზის ბაზარს, რაც ასევე მისცემს საშუალებას მათ, პირიქით, შეამცირონ თავისი დანახარჯები და კვლავ შეინარჩუნონ მიმზიდველი ფასები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-მა თებერვლის თვის აგრო მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს