სევილიაში, მოგზაურობისა და ტურიზმის გლობალურ სამიტს ტრანსნაციონალური კორპორაციების პრეზიდენტები და სახელმწიფოს ლიდერები დაესწრნენ

სევილიაში, მოგზაურობისა და ტურიზმის გლობალურ სამიტს ტრანსნაციონალური კორპორაციების პრეზიდენტები და სახელმწიფოს ლიდერები დაესწრნენ.

ყოველწლიური სამიტი 3 აპრილს გაიხსნა და მასში მონაწილე მხარეებმა გლობალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს. დელეგატებს მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზურაბს მოწვევისათვის. თქვენ ახალგაზრდა და ინოვატორი ლიდერი ბრძანდებით და ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად გავხსნა ეს უმნიშვნელოვანესი სამიტი. ესაა ძალიან კარგი პლატფორმა, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესის მესვეურებს შორის დიალოგს უზრუნველყოფს. ამ დარბაზში ვხედავ ჰილტონის პრეზიდენტს, ვხედავ Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, ვხედავ ომანის სულთანს და ბევრ საპატივსაცემო ადამიანს. თქვენი ყველას აქ ყოფნა არის ნათელი დასტური იმისა, რომ ტურიზმი გლობალური ფენომენია, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ჩვენი პლანეტის თითოეული მაცხოვრებლის კეთილდღეობის საწინდარია“, - ნათქვამია ბარაქ ობამას მიმართვაში.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ზუსტი აქცენტები გააკეთეთ, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრეთ. მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ სევილიაში ჩამობრძანებისათვის. ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურიზმი განვითარების მნიშვნელოვან საფეხურზე აიყვანა და ქვეყანა ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად აქცია მსოფლიოში. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ამ დიდი გამოცდილებას გაგვიზიარებს“, - აღნიშნულია ზურაბ პოლოლიკაშვილის მიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო