სტრასბურგში ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის სესიაზე თამარ ტალიაშვილი სიტყვით გამოვიდა

სტრასბურგში, ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის პლენარულ სესიაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განცხადება გააკეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს მიმართა და მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოსა და კონგრესს, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციისა და წნეხის მიუხედავად, ჩვენ, ქართველი ხალხი არ ვნებდებით და უკომპრომისოდ ვაგრძელებთ ჩვენს ევროპულ გზაზე წინსვლას, რაც გამოიხატება საერთო ევროპული ღირებულებების - დემოკრატიის, სამართლიანობისა და თავისუფლების ერთგულებაში“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

მან 2-4 აპრილს სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 36-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესიის ფარგლებში გამართულ საკომიტეტო შეხვედრაზე მან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებზე, მცოცავი ოკუპაციის შედეგებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ისაუბრა.

„თამარ ტალიაშვილმა კომიტეტის წევრებს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაზე და მთავრობის სტრატეგიაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დევნილთა საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

ევროსაბჭოს რეგიონული კონგრესის პლენარულ სესიაზე, საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, მცხეთის და რუსთავის საკრებულოების დეპუტატები სევდია უგრეხელიძე და ნინო ქავთარაძე, აგრეთვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი“, - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო