კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-2 საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის - „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ - დასკვნით დღეს უმასპინძლებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-2 საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის - „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ - დასკვნით დღეს უმასპინძლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სკოლა-კონფერენცია 1-5 აპრილს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

უნივერსიტეტებთან ერთად, სკოლა-კონფერენციას უმასპინძლეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.

სკოლა-კონფერენციის მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ბიოტექნოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას. სკოლა-კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ინოვაციური, ბიოტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პოტენციალი ჩვენი საზოგადოებისა და პლანეტის სასიკეთოდ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო