გიგა ბოკერია ლევან იზორიას - როგორ აფასებთ იმ პოლიტიკური ფიგურების განცხადებას, ვინც  ნატო-ს წვრთნებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო  მოვლენად განიხილავს?

ბატონო ლევან, როგორ აფასებთ ყველა იმ პოლიტიკური ფიგურის განცხადებას, ვინც საქართველოში ნატო-ს წვრთნებსსაქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოვლენად განიხილავს? ასეთია, ქალბატონი ზურაბიშვილი. გერიდებათ, ასეთ აშკარა შემთხვევაზე იყოთ კორექტული, მაგრამ მკაცრი?! - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„თქვენს გამოსვლაში კორექტული, მაგრამ საკმაოდ მკაცრი იყავით იმ შემთხვევების მიმართ, რომელიც თქვენის აზრით, არაზუსტ კრიტიკას შეიცავდა. მაგრამ, ვწუხვარ, რომ ჩემს მთავარ კრიტიკას გვერდი აუარეთ - როგორ აფასებთ ყველა იმ პოლიტიკური ფიგურის განცხადებას, ვინც საქართველოში ნატო-ს წვრთნებს განიხილავს საქრთველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოვლენად, უსარგებლოდ და საზიანად. ასეთია, ქალბატონი ზურაბიშვილი. ბატონო მინისტრო, გერიდებათ ასეთ აშკარა შემთხვევაზე იყოთ კორექტული, მაგრამ მკაცრი?! ისევე, როგორც აქ, წინა სამარცხვინო გამოსვლაზე, რომ თურმე ორ დღეში მოცოცხა ჯარმა, ორი დღე ვერ გაძლოო.

იქამდე იყო ბატონი ნაცვლიშვილის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ნატო-მ ალყა შემოარტა რუსეთს და ამიტომ, რუსეთის რეაქციაც გასაგებიაო. იქნებ, ესეც შეაფასოთ. მე მესმის, რომ სხვადასხვა გუნდში ვართ და ამიტომ, თქვენ ფოკუსს აკეთებთ იმაზე, სადაც ჩვენ არ გვეთანხმებით და უსამართლო კრიტიკა გგონიათ, მაგრამ ბატონო, ლევან, იმისთვის, რომ თქვენი პასუხები დამაჯერებლად მივიღოთ, გთხოვთ, ასეთ აშკარა კითხვებს არ აუაროთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ლევან იზორიამ გიგა ბოკერიას საპასუხოდ განაცხადა, რომ მას მსგავსი შინაარსის განცხადება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან არ მოუსმენია და დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ასეთ რამეს არ იტყოდა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო