რთული რელიეფის მქონე სოფლების გაზმომარაგება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება

ისეთი მაღალმთიანი დასახლებებისთვის, სადაც რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება ბუნებრივი აირის მილებით მიყვანა, მომზადდება და განხორციელდება ალტერნატიული სამოქმედო სტრატეგია - ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავამ მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის კიდევ 217 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების 2019- 2021 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

თურნავას თქმით, ალტერნატიული სამოქმედო სტრატეგია, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ალტერნატიული გათბობის საშუალებებით ადგილობრივ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ასეთ დასახლებებში, რათა გაზიფიცირებას სოციალურთან ერთად, მინიმალური ეკონომიკური მახასიათებელიც გააჩნდეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოსაზრებებს ახალი გეგმის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვეში წარუდგენს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა