ირმა ინაშვილი - ბოლოს და ბოლოს,  შევქმნათ საგამოძიებო კომისია პარლამენტში, თუ პროკურატურას გამოძიების თავი არ აქვს, მძიმე საქმეების გამოძიება ჩვენ ვიტვირთოთ

ბოლოს და ბოლოს, შევქმნათ საგამოძიებო კომისია პარლამენტში, თუ პროკურატურას გამოძიების თავი არ აქვს, ამ მძიმე საქმეების გამოძიება ჩვენ ვიტვირთოთ. დავასრულოთ ეს ამბავი, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანისის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა.

ირმა ინაშვილმა მთავრობას და პარლამენტს მიმართა წინადადებით, რომ თუ პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ მძიმე დანაშაულებს ვერ იძიებს, მაშინ პარლამენტში უნდა შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია, რომელიც კითხვებს პასუხს გასცემს.

„ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ვეუბნები, რომ თქვენ ხართ დანაშაულის თანამონაწილე იმიტომ, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებდით მთელი ამ წლების განმავლობაში. დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას დღესაც განაგრძობთ. ეს, რომ ასე არ ყოფილიყო, ბატონ ბოკერიას არ ექნებოდა ის გონორი, რაც აქვს. მე მინდა შეგახსენოთ აგვისტოს ომის მძიმე დღეები, როდესაც პირდაპირ გაყიდეთ და გააჩუქეთ კოდორი და ახალგორი მოწინააღმდეგეზე. პირდაპირ გეუბნებით და მივმართავ პარლამენტს, პროკურატურასაც და საქართველოს ხელისუფლებასაც, ბოლოს და ბოლოს, შევქმნათ საგამოძიებო კომისია პარლამენტში, თუ პროკურატურას გამოძიების თავი არ აქვს და ამ მძიმე საქმეების გამოძიება ჩვენ ვიტვირთოთ. დავასრულოთ ეს ამბავი და ეს მორალური განუკითხაობა, რასაც ადგილი აქვს აქ, ამ პარლამენტში“, - განაცხადა ინაშვილმა. საქართველოს პარლამეენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უსმენენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს