თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კობა გვენეტაძესთან „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით კითხვები არ აქვს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დამოუკიდებელ ორგანოებზე საპარლამენტო კონტროლი არ ნიშნავს მათი კონკრეტული გადაწყვეტილებების ან გასამართლებას, ან მოწოდებას და დავალებების მიცემას, რომ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღონ.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კონკრეტულ საქმეებზე ხვალ კითხვები არ ექნება, რადგან ეს მის კომპეტენციას ცდება.

"დამოუკიდებელ ორგანოებზე საპარლამენტო კონტროლი არ ნიშნავს მათი კონკრეტული გადაწყვეტილებების ან გასამართლებას, ან მოწოდებას და დავალებების მიცემას რომ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღონ. ამის უფლება პარლამენტს არ აქვს. პროკურორი როდესაც მოვა, პროკურორსაც უნდა ველაპარაკოთ პოლიტიკაზე, უნდა ველაპარაკოთ პროკურატურის ინსტიტუტის განვითარებაზე, სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და არა კონკრეტული გამოძიების საქმეზე. იგივე ეხება ეროვნულ ბანკსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალაც დაისმება კითხვები, რომელიც გასული იქნება პარლამენტის კომპეტენციიდან. პარლამენტის კომპეტენცია არ არის, ეროვნულ ბანკს, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, უკარნახოს რომელ საქმეზე როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პარლამენტის კომპეტენციაა ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი, როგორ მუშაობს, ფულადი საკრედიტო სისტემა როგორ მუშაობს და ა.შ. ხვალ თუ ამ მიმართულებით წარიმართება დისკუსია, ეს იქნებოდა სწორი. კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ პარლამენტში პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ვაპირებ მასთან საუბარს, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩემი, როგორც პოლიტიკოსის კომპეტენციის მიღმა მდგომი საკითხია",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით კითხვები კობა გვენეტაძესთან აქვს თუ არა, ჩუგოშვილმა უპასუხა: "თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით - არა".

„ჩვენ გვქონდა საშუალება რომ პარლამენტში მოგვესმინა ადმიანებისთვის, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული „თიბისი ბანკთან“ - დამფუძნებლებისთვის, ასევე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. რომ არ მოგატყუოთ, ანაკლიის პოექტი არის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო, რადგან ეს არის ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და განსაზღვროს მომავალი ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება ანაკლიის პორტის ბედი. რაც შეეხება იმას, კონკრეტულ ტრანზაქციაში რეგულატორმა დაინახა თუ არა დარღვევა, როგორ დაინახა და რა გადაწყვეტილება მიიღო დარღვევაზე რეაგირებისთვის, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხვალ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა