ევროკავშირის დაფინანსებით შსს-ს  საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საექსპერტო-კრიმინალისტიკური ახალი აღჭურვილობა მიიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობისა და კომპლექტაციის ორი მიკროავტობუსი გადმოეცა, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვულ-რადიაციული საფრთხეების აღმოჩენის, იდენტიფიცირებისა და გაზომვების სპეციალური ლაბორატორიულ სისტემებს მოიცავს.

აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, მოხდეს ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვულ-რადიაციული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შემცველი შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მტკიცებულებების ამოღება-დამუშავება.

ასევე, აღჭურვილობა მოიცავს სპეციალურ ლაბორატორიულ სისტემებს, სწრაფი იდენტიფიცირების ტესტებს, რადიაციის ფონის განმსაზღვრელ დოზიმეტრებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია აღნიშნული საფრთხეების აღმოჩენა და იდენტიფიცირება.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურ მიკროავტობუსებში დამონტაჟებული ქიმიური და რადიაქტიული ნივთიერებების მაიდენტიფიცირებელი ხელსაწყოები, საშუალებას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შემთხვევის ადგილზევე ჩატარდეს პირველადი კვლევა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა