პრემიერ-მინისტრი 5 აპრილს გურიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 5 აპრილს გურიის რეგიონს ეწვევა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მთავრობის მეთაური 12:00 საათზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურების ახლად აშენებულ საჯარო სკოლას დაათვალიერებს, ასევე ესტუმრება ნასაკირალის სკოლას, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან მამუკა ბახტაძე ოზურგეთში გადაინაცვლებს. 14:30 საათზე პრემიერი ოზურგეთში ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის პროცესს გაეცნობა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2019 წლის ნოემბერში იგეგმება.

მთავრობის მეთაური ასევე დაათვალიერებს პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს“, სადაც 15:00 საათზე გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება. დოკუმენტი ევროკავშირის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ევროკავშირმა 374 000 ევროს ოდენობის გრანტით დააფინანსა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა