საქართველოს მთავრობამ ტყითსარგებლობასთან მიმართებაში ახალი რეგულაცია დაადგინა

მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილების პროექტის თანახმად, ხე-ტყით სარგებლობის გრძელვადიანი სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობებზე შესაძლებელი ხდება არსებული მოთხრილ-მოტეხილი (ბუნებრივი პირობებით ან/და სტიქიური მოვლენების შედეგად) მერქნისა და ხე-ტყის ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გამოტანა და მისი გამოყენება ბიოსაწვავის წარმოებისათვის - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ტყის ეკოლოგიური სიჯანსაღის შენარჩუნებას, ხანძრების პრევენციას და მისი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, ასევე, ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებული სუბიექტებისათვის ნედლეულის მოპოვების წყაროს შექმნას.

ლიცენზიის მფლობელს შესაძლებლობა ეძლევა თავად აითვისოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსი, თუ იგი შეესაბამება ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი მერქნიანი მცენარეების სახეობებს. ლიცენზიის მფლობელის მხრიდან დაინტერესების არ არსებობის დროს, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მის ათვისებას და გაცემას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო