შოთა ხაბარელი - სპორტი თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სპორტის განვითარება

სპორტი არის არა მარტო სპორტი, ეს არის თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა,- ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრს „მინისტრის საათის ფორმატში“ მოუსმინეს.

შოთა ხაბარელის შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის ფაქტი, რომ წვევამდელთა 30 % სამხედრო სამსახურისთვის უვარგისია. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ეს კომპონენტიც.

„როგორც სპორტის კომიტეტის წარმომადგენელი, მინდა შევეხო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუ როგორი ახალგაზრდები გვეყოლება ჩვენ და ვინ იქნება ჯარში გაწვეულები. ამ მიმართულებით ნამდვილად დიდი გამოწვევები გვაქვს. ბოლო მონაცემებით ვიცით, რომ 30% „იბრაკება“ ჯარში გასაწვევების. ეს არის მართლაც დიდი გამოწვევა და აქედან გამომდინარე, სათანადო ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამაზე. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ სპორტი არის არა მარტო სპორტი, ეს არის თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ქვეყანაში და არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ის თანხები, რომელიც არის გამოყოფილი თავდაცვის მიმართულებით, აქაც იყოს გამოყოფილი, რადგან ჩვენ გვინდა ჯანმრთელი, ჯანსაღი ახალგაზრდები მოხვდნენ ჩვენს ჯარში. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა