ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის გაძლიერების საკითხები შეათანხმეს

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალიანსის შავი ზღვის რეგიონში ყოფნის გაძლიერების პროგრამა დაამტკიცეს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ვაშინგტონში მინისტრთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„განვიხილეთ ის, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. შევათანხმეთ იმ ზომათა პაკეტები, რომლებიც ჩვენი ცნობიერების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა ადგილებზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას. ისინი შეეხება საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წვრთნებს, პორტებში გემების ვიზიტებს და ინფორმაციის გაცვლას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატოს ერთ-ერთი საზღვაო ჯგუფი შავ ზღვაში იმყოფება და ქართულ და უკრაინულ გემებთან ერთად სწავლებას ატარებს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს ყოფნას ამ მნიშვნელოვან რეგიონში. რუსეთმა ძალა გამოიყენა ყირიმის უკანონო ანექსიისთვის და განაგრძობს რეგიონში სამხედრო ძალების გაძლიერებას. მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები, რომლებიც გასულ წელს აზოვის ზღვის სიახლოვეს აიყვანეს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
S&P Global – „თიბისი“ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ტერაბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კოოპერაციული სწავლების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებს
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა