კახაბერ კუჭავა  - ქართველი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სტიქიური უბედურების დროს  ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს იცავენ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, მის გუნდს და ქართველ ჯარისკაცებს სტიქიური უბედურებების დროს, აღმკვეთ ღონისძიებებში მათი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც მძვინვარებს სტიქიური უბედურება ჯარისკაცები დგანან იქ, სადაც უნდა იდგეს ყველა ქართველი და საკუთარი სიცოცხლის ფასად, მეხანძრე-მაშველებთან, რეინჯერებთან, მეტყევეებთან ერთად ებრძვიან იმ სტიქიურ უბედურებას, რომელიც ჩვენ საერთო სიმდიდრეს ანადგურებს. მახსოვს ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს, ქართველი სამხედროები როგორ იბრძოდნენ სტიქიის წინა ხაზზე და ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. სხვადასხვა მეწყერის თუ სტიქიური უბედურებების დროს, ყოველთვის როდესაც ამის საჭიროება დგას, ისინი მართლაც თავდაუზოგავად იბრძვიან და იცავენ ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა