თინა ბოკუჩავა - ლევან იზორიამ არ უპასუხა  კითხვებს კორუფციასთან  დაკავშირებით,  რის შედეგადაც,  ის წლიდან წლამდე უფრო და უფრო მდიდრდება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, თავდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტში გამოსვლისას არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რაც ოპოზიციას ჰქონდა მის პირად კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც, ბოკუჩავას თქმით, მინისტრი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მდიდრდება.

როგორც ბოკუჩავამ ლევან იზორიას პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, მინისტრს არ ესმის, რომ ოპოზიციის მხრიდან დასაბუთებული კრიტიკა არის დემოკრატიის არსი.

„ სამწუხაროა, რომ რეალურად არცერთ კითხვაზე ჩვენ პასუხი არ მოგვისმენია, იყო მუდმივი ბრალდება. ძალიან სამწუხაროა, რომ მინისტრს არ ესმის, რომ ოპოზიციის მხრიდან დასაბუთებული კრიტიკა არის დემოკრატიის არსი. როდესაც ის საუბრობს, რომ ასეთი კრიტიკა აყენებს ზიანს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ სტრატეგიულ ინტერესებს, ძალიან ცდება. იცით რა აყენებს ზიანს?- ის, რომ ის მათ შორის, არ გაემიჯნა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ს წვრთნები არ არის ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. აი, ეს აყენებს საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესებს. ასევე არ გასცა პასუხები იმ კითხვებს, რაც ჩვენ გვქონდა მის პირად კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ის წლიდან წლამდე უფრო და უფრო მდიდრდება",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს