დავით უსუფაშვილი - ივანიშვილი შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილით

ივანიშვილი შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილით, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებით არ შეიცვალოს, საჭიროა ყველამ ერთობლივად იმოქმედოს.

„არის ხალხი, რომელიც თვლის რომ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილს ვერ შევცვლთ. მე ამ ხალხს ვეუბნები, პირველი - თუ სააკაშვილით შეცვლით ივანიშვილს, ამით ქვეყნისთვის კარგს არაფერს შეცვლით და მიიღებთ სხვა ტიპის უბედურებას. მეორე - ივანიშვილის შეცვლა სააკაშვილის გარეშე სხვანაირადაც შეიძლება. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, ყველამ ცოტა ხელი გავანძრიოთ. პოლიტიკოსების საკმაოდ სერიოზულ ნაწილს ვატყობ ერთ რამეს, რომ ჰო, სააკაშვილს ჰყავს კონსოლიდირებული მხარდამჭერების სერიოზული ერთობა. დიახ, სააკაშვილს ჰყავს ყველაზე მეტი პერსონალური ამომრჩეველი. მასზე დაკავშირებული ადამიანები, რომლებსაც მისი სჯერათ და მე ამ ადამიანებს პატივს ვცემ, ვისაც სჯერა სააკაშვილის. ამასთან, ახლა, ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომლებსაც სააკაშვილის არ სჯერათ. იციან, რომ მისგან კარგი არ გამოვა, მაგრამ იქნებ როგორმე გამოვიყენოთ ის და მისი ელექტორატი, რომ მის შორი-ახლოს ყოფნით ეს ხმები იმ გუნდმა მიიღოს, რომელიც მერე სააკაშვილს გაანეიტრალებს და. შ. ეს ჩვენ გავიარეთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო