მამუკა ბახტაძე - ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა

ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა პრემიერმა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს არის გამორჩეული დღე, როდესაც მთავრობამ ინიცირება გაუკეთა აღნიშნული გადაწყვეტილების საკანონმდებლო დონეზე გამყარებას.

“ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა, მათ შორის ჩვენს გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, არსებული და მომავალი მთავრობები ვალდებული იქნებიან, მშპ-ის 6%, ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იყოს მიმართული განათლებაზე, მომავალ თაობაზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ჩვენი ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლება იქნება ვალდებული, ბიუჯეტის მოთხედი მუდმივად მიმართოს განათლებაზე”,- განუცხადა „მოამბეს“ პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს