მამუკა ბახტაძე - განათლების დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა გვჭირდება იმისთვის, რომ სექტორი მზად იყოს მასშტაბური ინვესტიციების ეფექტურად ასათვისებლად

განათლების დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა გვჭირდება იმისთვის, რომ სექტორი მზად იყოს მასშტაბური ინვესტიციების ეფექტურად ასათვისებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მოამბეში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გაიზრდება განათლების დაფინანსება გადასახადების მატების ან რომელიმე სხვა სფეროს დაფინანსების შემცირების ხარჯზე, პრემიერი პასუხობს, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის 25%, რომლის გაზრდა არ იგეგმება.

მამუკა ბახტაძის თქმით, გამოსავალი არც სხვა რომელიმე სფეროს დაფინანსების შემცირებაშია.

“2019 წელს განათლების ბიუჯეტი არის 1,6 მილიარდი, რაც დიდი წარმატებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს ჩვენ ჩავიბარეთ ფაქტობრივად ჩამოშლილი განათლების სისტემა, რომლის დაფინანსება 600 მილიონ ლარს ოდნავ აღემატებოდა. ჩვენ ავიღეთ პოლიტიკური ვალდებულება და 2020 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება, 2021 წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ბიუჯრტის მეოთხედს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით დაფინანსებას და არ შეგვიძლია ამის მყისიერად გაკეთება, ვინაიდან სეტორი უნდა იყოს მზად, მიიღოს ეს მასშტაბური ინვესტიციები და ის ეფექტურად აითვისოს”, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, 2022 წლისთვის იგეგმება ქვეყანაში ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს გამოათავისუფლებს და ის სწორედ განათლებაზე, მომავალ თაობასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე მიიმართება.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს